მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენციები ექსპორტში - რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს?

BM.GE
13.03.23 15:05
188
თებერვალში იანვართან შედარებით ექსპორტ/იმპორტი მცირედით შემცირდა. გასულ თვეში საექსპორტო ბაზრებზე 455.8 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასულ თვესთან შედარებით მცირედი კლებაა, თუმცა წლიურად ზრდა 27 მილიონი დოლარია. რაც შეეხება იმპორტს, თებერვალში ქვეყანამ 963.6 მილიონის პროდუქცია შეიძინა, კლებაა როგორც წინა თვესთან, ასევე წლიურ ჭრილში. წლის 2 თვეში კი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ 898 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ზრდა 20.3 პროცენტია, ხოლო იმპორტი 1.98 მლრდ დოლარია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში მილიარდ 68 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია. რა ტენდენციებია ექსპორტში და როგორ აისახება ექსპორტიორებზე გამყარებული ლარი?

სტუმარი: გვანცა მელაძე - "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები