მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენციები ექსპორტში: დსთ - 60.2%, EU – 14.8%

BM.GE
19.05.23 16:40
284
2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან უცხოეთში 1.96 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.6%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, რამაც 595 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტია. ექსპორტში მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები, რამაც 258 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ საქონლის ექსპორტი წლიურად 29%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის #1 ადგილზეა სომხეთი 281 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციას 262 მილიონით აზერბაიჯანი იკავებს, მესამეზე კი 226 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაციაა. რუსეთში საქართველომ ექსპორტი 45%-ით გაზარდა. 

სტუმარი: გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები