მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტექნიკა მუშაობას აგრძელებს“ - რა ვითარებაა გურიაში, სტიქიის ზონაში?

სტიქია

გურიაში, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 31-ე კმ-ზე, ადიდებულმა ხევმა - ხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. შეზღუდულია მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. სოფლის შიდა გზის გასწორება მოხდა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ალტერნატიული გზა ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასაკავშირებლად.

პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. 

„147 პირი გაყვანილია სასტუმროებში. ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ გეოლოგების ჯგუფები. ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რამდენიმე სოფელი უკვე სრულად გაწმენდილია. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ფაქტობრივად პრობლემები აღმოფხვრა და დარჩენილია 100 აბონენტი, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია. მათგან 50 გაყვანილია საშიში ზონიდან“, - განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები