მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკის მხარდაჭერით, პროგრამული უზრუნველყოფის SAAS ჰაკათონი გაიმართა

6499649d9215e
BM.GE
26.06.23 14:11
415
ტერაბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით, 17-20 ივნისს ახალგაზრდებისთვის SAAS (software as a service) ჰაკათონი გაიმართა.

ჰაკათონის მონაწილე 21 გუნდის წევრებმა პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სერვისის თემაზე იმუშავეს და 48 საათის განმავლობაში შექმნეს პირველადი პროდუქტები, რომლებიც ბიზნესსექტორის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ჰაკათონის ბოლოს კი მათ საკუთარი პროექტები ჟიურის წარუდგინეს.

ჟიურიმ, რომელთა შორის ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახო ხუციშვილი, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია, ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერი გიორგი ცხვედიანი და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილების უფროსი დავით შერგილაშვილი იყვნენ, გამარჯვებულად გუნდი Ekomi დაასახელა. Ekomi-ს იდეა სპეციალური სერვის პლატფორმის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს პერსონალური კომერციული მობილური აპლიკაციების შექმნაში დაეხმარება. გამარჯვებულმა გუნდმა, პროდუქტის გასავითარებლად, ტერაბანკისგან პრიზის სახით 5000 ლარი მიიღო.

„ახალგაზრდების ტექნოლოგიური და ინოვაციური ინიციატივების ხელშეწყობა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. სასიხარულოა, რომ SAAS ჰაკათონის ფარგლებში ორივე მათგანი გადაიკვეთა. ახალგაზრდებმა შექმნეს პირველადი პროექტები, რომლებიც ბიზნესისთვის რეალურად აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული. მოხარულები ვართ, რომ ამ ღონისძიებით საინტერესო იდეების ავტორებისა და ბიზნესის ერთმანეთთან დაკავშირებასაც დავეხმარეთ“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ SAAS ჰაკათონი თემატურ მოხსენებებს, მენტორობასა და სამუშაო სემინარებსაც აერთიანებდა. დაჯილდოების ღონისძიებაზე კი გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომლის დროსაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და ტექ ანტრეპრენერებმა ამ სფეროს გამოწვევებსა და სირთულეებზე დამსწრეებთან ერთად იმსჯელეს. ღონისძიებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, ტერაბანკის მენეჯმენტის წევრები და ბიზნესკლიენტებიც ესწრებოდნენ.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები