მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Terminal-ი Global Startup Awards-ის ფინალშია (R)

617fe16ca5879
BM.GE
02.11.21 09:00
2008
საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი Global Startup Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა.

საერთაშორისო ჟიურიმ 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცის ნომინაციაში 6 ფინალისტთა შორის საქართველოდან Terminal-ი შეარჩია.

ფინალში საუკეთესო ქოვორქინგ სივრცე 6 ქვეყანას შორის გამოვლინდება:

საქართველო - Terminal
ნორვეგია - Mesh Nationaltheatret
ესპანეთი - Impact Hub Madrid
რუმინეთი - Impact Hub Bucharest
ტაილანდი - True Digital Park (TDPK)
შრილანკა - Hatch

"ძალიან საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის მოხვდა, თან იმ სფეროში ეჯიბრება მათ, რომელმაც სულ რაღაც 5-6 წელია დაიწყო განვითარება ქვეყანაში. Terminal - ისთვის კი მსოფლიო ფინალში მოხვედრა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც მსოფლიოს ხუთეულში შედიან, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა“, - აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.

"113 ქვეყანაში მოხვდე მსოფლიოს საუკეთესო ქოვორქინგის ნომინაციაში უკვე დიდი წარმატებაა არა მხოლოდ ტერმინალისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მიუხედავად ურთულესი კონკურენციისა, გამარჯვების იმედი გვაქვს, რადგან ტერმინალი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აცხადებს Terminal-ის მარკეტინგის დირექტორი თამარ ჯინჭარაძე.

გამარჯვებული ქვეყანა 17 ნოემბერს გამოვლინდება. გამარჯვებულის გამოსავლენად
ჟიური ითვალისწინებს კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობას.
საჭიროა თქვენი მხარდაჭერა!

ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე - https://bit.ly/2Xk56ij 

Global Startup Awards-ი 2012 წელს დანიაში დაარსდა და დღეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სტარტაპ ეკოსისტემის დამოუკიდებელი კონკურსია, რომელშიც მსოფლიოს 4 კონტინენტიდან 113 ქვეყანა მონაწილეობს. Global Startup Awards-ი ყოველწლიურად ირჩევს და აჯილდოვებს იმ სტრატაპებს, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში და მთლიანად რეგიონში ტექნოლოგიურ და ვებ ინდუსტრიებში მიაღწიეს წარმატებას და ხელი შეუწყვეს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები