მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ჩინურმა კონკურენტმა პრემიუმ კლასის ელექტრომობილი წარადგინა

605c939f8b96a
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.21 23:10
794
Tesla-ს ჩინურმა კონკურენტმა Geely-მ პრემიუმ კლასის ელექტრომობილი Zeekr-ი წარადგინა, რითაც ავტოკონცერნი Tesla-ს უკან ჩამოტოვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის პრემიუმ კლასის ელექტრომობილები ხელმისაწვდომი 2021 წლის მესამე კვარტალიდან გახდება. Geely-ის განცხადებით, ისინი ფოკუსირებულები ძირითადად ჩინეთის ბაზარზე იქნებიან.

Geely-ის ინიციატივა, ჩინეთის ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას მინიმუმადე გეგმავს, ხოლო ელექტრომობილების წილის გაზრდას 5%-იდან 20%-მდე, სავარაუდო თარიღად კი 2025 წელი განიხილება.

ავტოკონცერნი Geely-ი აცხადებს, რომ გასულ წელს კომპანიამ 1.32 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ხოლო 2020 წელს - 1.36 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, Tesla-ს მთილიანი გაყიდვების მეხუთედი ანუ 31.5 მილიარდი აშშ დოლარი ჩინეთის ბაზარზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები