ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ინდოეთში პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა, რითაც სიდიდით რიგით მეხუთე ეკონომიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას გეგმავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის გეგმების მასშტაბს ცხადყოფს ისიც, რომ ქვეყანაში პირველი მაღაზია, რომელიც ინდოეთის უდიდესი ქალაქის, მუმბაის ფინანსურ ცენტრში მდებარეობს, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა თავად გახსნა.