მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთნულდზე ადმინისტრაციული შენობის აღდგენა 1.35 მლნ ლარი ჯდება

618d4768b8ee0
ანუკა ჯოხაძე
11.11.21 23:20
560
მესტიაში, კურორტ თეთნულდზე დაზიანებული ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შპს “ემ თი ეიმ", იგივე მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს ორჯერ მიმართა.

პირველი გამარტივებული შესყიდვის ღირებულება, რომელიც შენობის მთლიანი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს 1 257 300 ლარია, ხოლო მეორე გამარტივებული შესყიდვა საინჟინრო სამუშაოებს ეხება და მისი ღირებულება 100 000 ლარია.

როგორც “ემ თი ეის” დასაბუთებაში ვკითხულობთ, კურორტზე ადმინისტრაციული შენობის აღდგენა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რადგან ამ შენობიდან ხდება კურორტის მართვა. მათი განმარტებით, ზამთრის სეზონის დაწყებამდე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რადგან არსებობს რისკი, რომ შენობა-ნაგებობის მდგომარეობა დიდთოვლობის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდეს.

უწყების განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 ნოემბრის №1958 განკარგულებით შპს „ემ თი ეიმ“ კურორტ „თეთნულდზე“ მდებარე დაზიანებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა უნდა დაიწყოს.

შპს “ემ თი ეი” მზადაა მესტიაში, კურორტ თეთნულდზე ადმინისტრაციული შენობის აღდგენის სამუშაოები 2021 წლის ნოემბერში დაიწყოს და მისი დასრულდება 2022 წლის ივნისამდე უზრუნველყოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამ ეტაპზე შპს “ემ თი ეის” მიმართვას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები