მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი: G7-ის სამიტის აშშ-ში ჩატარება ქვეყნების გახსნის შესანიშნავი მაგალითი იქნება

5ece68fd385dc
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 22:19
1698
თეთრი სახლის სპიკერის კეილი მაკინანის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ივნისის ბოლოს დიდი შვიდეულის სამიტის აშშ-ში ჩატარება "ქვეყნების გახსნის შესანიშნავი მაგალითი" იქნება.

მისი თქმით აშშ-ის მიზანია სამიტი თეთრ სახლში ჩატარდეს და მსოფლიო ლიდრები, რომლებიც მას დაესწრებიან დაცულები იქნებიან.

"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ქვეყნების გახსნის საუკეთესო მაგალითი იქნება G7-ის სამიტის აქ ჩატარება. ჩვენ გვსურს ეს მოხდეს, ვფიქრობთ, ასე მოხდება და ამ დროისათვის უცხოელი ლიდერებიც იზიარებენ ამ პოზიციას", - თქვა მაკინანმა.

ტრამპი დიდი შვიდეულის ამ წლის სამიტის გამართვას კემპ დევიდში ივნისში აპირებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყდა, რომ შეხვედრა ვიდეოზარის ფორმატში მოხდებოდა. სამიტი 10-12 ივნისს უნდა გაიმართოს.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები არიან აშშ, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი, იტალია, კანადა, იაპონია და გერმანია. თითოეულ ამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და შეზღუდული იყო გადაადგილება. ინფიცირების მაჩვენებლის კლების გამო ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები