თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევაც არაა გამორიცხული - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
"იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა ისევ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე", - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის განახლებაში.
ცნობისთვის, 1 თებერვალს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომას გამართავს, რომელზეც ცნობილი გახდება შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან 11%-ზეა.