მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა განახლებული FMCG კვლევა წარადგინა

BM.GE
04.05.23 09:30
202
თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევის მიზანი იყო, კომპანიებისა და ინვესტორებისთვის გაეცნო სექტორი მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პოტენციალი. თიბისი კაპიტალში ამბობენ, რომ 2022 წელს FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება რეგიონული FMCG ბაზარს, ის მზარდია და ჯამური ბაზრის 66%, თუმცა რეგიონი დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოწვევად რჩება. 2022 წელს რეგიონებში ბაზრის ბრუნვამ 12.5 მილიარდი ლარი, თბილისში კი 9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზრის ყველაზე დაბალი წილი - 9-9% გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები