მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი კონცეპტს“ წელს 200 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა - ნატა ხურციძე

63a8a5d31aa64
თელარა გელანტია
25.12.22 23:43
465
ურთიერთობების კიდევ უფრო გამარტივებული ფორმა, პერსონიფიცირებული მიდგომა და მოქნილი სისტემა – ეს თიბისი კონცეპტია ანუ ტრანსფორმირებული პერსონალური საბანკო მომსახურება. პერსონალური საბანკო მომსახურების ტრანსფორმაციას ბანკი პანდემიურ 2020 წელს შეეჭიდა. „თიბისი კონცეპტის“ მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, თბილისში, მარჯანიშვილის #7-ში მდებარე ისტორიული შენობის ოთხ სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის ნატა ხურციძის ინფორმაციით, „თიბისი კონცეპტს“ წელს 200 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, რაც ძალიან დიდ რიცხვია.

მიმდინარე კვირაში „თიბისი კონცეპტს“ გადაცემა „Forbes კვირის“ წამყვანი გიორგი ისაკაძე სტუმრობდა და ნატა ხურციძესთან ინტერვიუში კონცეპტის ერთი წელი შეაჯამა და იმ სერვისებსა და პროდუქტებზე ისაუბრეს, რომელთაც „თიბისი კონცეპტი“ მომხმარებელს სთავაზობს.

წელს, ოქტომბერში თბილისის აეროპორტს კომფორტული და დახვეწილი სივრცე - თიბისი კონცეპტის ლაუნჯი შეემატა. ლაუნჯი გამგზავრების ტერმინალში თიბისი კონცეპტისა და WM-ის მომხმარებელს მასპინძლობს და გაფრენამდე სასიამოვნო ლოდინის, დასვენების ან მუშაობის გამოცდილებას უქმნის.

„უკუკავშირმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. კლიენტებისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ მადლიერებას. პოსტპანდემიურ პერიოდში, მოგეხსენებათ, ძალიან ხშირია რეისების გადადება, რაც უხერხულობას უქმნის ადამიანებს. ჩვენს სივრცეში კი, შესაძლებელია, ეს უხერხულობა სასიამოვნო თავგადასავლად გადაიქცეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც ძალიან კმაყოფილი ჩვენი ლაუნჯით“, - ყვება ნატა ხურციძე.

მისივე თქმით, 2023 წელს თიბისი კონცეპტის ლაუნჯის მოდელით ოპერირების გაგრძელება ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებშიც სურთ.

„თიბისი კონცეპტის“ 2022 წლის პროდუქტებს შორის აღსანიშნია, მეტალის ბარათების ლიმიტირებული გამოშვებაც, რომელიც „თიბისი კონცეპტმა“ ნაკრებ 360-ის მომხმარებელს თიბისის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შესთავაზა.

მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ტიპის ბარათისგან შედგება: Visa signature, Mastercard World Elite და საკრედიტო Ertguli Visa Signature. მეტალის ბარათების გამოშვება პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიის რეგიონში.

„ახლაც ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე“, - თქვა ნატა ხურციძემ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში და პირობა დადო, რომ სიახლეების შესახებ ტრადიციულად „Forbes კვირაში“ მოყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები