მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისის" ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

5df92114e0c02
BM.GE
17.12.19 22:34
1481
„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონიალი ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოავლინეს. მათ შორის: 

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის დაჯილდოვდა ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონლაინ შეძენის შესაძლებლობას.

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის დაჯილდოვდა „მიკროგრინი“, რომელიც არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში, სადაც მოჰყავთ 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი, რომლითაც ამარაგებენ საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა plasticwatcher.ge, მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება ამ რაოდენობის 9%-ი. საქართველოდან ამ 9%-ში თავისი წვლილის შეტანას სწორედ Plastic Watcher-ი ცდილობს.

საუკეთესო ინოვაციებისთვის დაჯილდოვდა „ველი“, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიაა, ის აწარმოებს მოწინავე შესაძლებლობების მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, როგორც ოპერაციების ავტომატიზაციაში, ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში.

საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის კი დაჯილდოვდა Profy - ეს არის ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სერვისს და შესასრულებელ სამუშაოს, რის შემდეგაც ალგორითმი მას სთავაზობს სერვისის მიმწოდებლების სიას, სადაც ნაჩვენებია ოსტატის რეიტინგი, წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი და სამუშაოს ფასი. Profy ხელმისაწვდომია, როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახით.

ბიზნესდაჯილდოებაში წელს 364-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფინალისტებს შორის კი 15 კომპანია შეირჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები