მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ ქარხნის წარმადობა გაზარდა

5f7c76a4acf4a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.20 18:40
822
„ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ თიბისის მხარდაჭერით ქარხანა გადაიარაღა და იტალიური მანქანა-დანადგარები შეიძინა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარნის წარმადობას. ამის შესახებ BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2019 წელს „ხვანჭკარის ღვინის მარანმა“ 70 ათასი ბოთლი ღვინო ჩამოასხა, მომავალ წელს კი, ამ რაოდენობის 200 ათასამდე გაზრდას ვარაუდობენ.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ძველი იერსახე დავკარგოთ და პარალელურად, მაღალი სტანდარტით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ღვინო. ამჟამად, 12 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, რომლებიც ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ ბოთლში ისხმება“, - ამბობს „ხვანჭკარის ღვინის მარნის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია.

„ხვანჭკარის ღვინის მარანი“ ერთერთი უძველესი კომპანიაა, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ღვინის ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 70%-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, დანარჩენი კი, ექსპორტზე ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში გადის.

ცნობისთვის, მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია გამოიგონა, მან არასრული დუღილის შედეგად ნახევრად ტკბილი ღვინო მიიღო. 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დიმიტრი ყიფიანის ღვინომ ოქროს გრანპრიც კი მოიპოვა.

სწორედ მისი მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელიც 2010 წლიდან ჭანტურიების ოჯახმა შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები