მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისიში საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას თავად ვქმნით“ - IT მიმართულების ხელმძღვანელი

616bc71b443ae
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 11:45
1112
თიბისი საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას თავად ქმნის. ამის შესახებ გადაცემა Forbes-კვირაში თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელმა, ბიძინა მაცაბერიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ადრე კომპანია სხვა მომწოდებლებისგან ყიდულობდა საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას, თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ტენდენცია თიბისიში შეიცვალა.

“თუ გავიხსენებთ მაგალითად 2008 წელს, მაშინ ძირითადად დამოკიდებული ვიყავით სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელზე. ანუ IT იყო უფრო სხვადასხვა მომწოდებლისგან შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია. დღეს სხვანაირად ვმუშაობთ. ეს არის ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი, რათა მათი მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, ახლა პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენ თავად ვქმნით“, - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე.

მისივე თქმით, დიდი საერთაშორისო კომპანიები, ერთი მხრივ, სანდოები არიან, თუმცა, მეორე მხრივ ადგილობრივ ბაზარს, სპეციფიკას და ქართულ საჭიროებებს არ არიან მორგებული.

„ეს მოუქნელობას აჩენს. ამიტომაც 2008 წლის შემდეგ ნათელი გახდა რომ თუ გვინდა მომხმარებლის საჭიროებებთან ახლოს ვიყოთ და დავაკმაყოფილოთ, სერვისების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, უმჯობესია რომ ჩვენ თავად შევქმნათ.

თავიდან დავიწყეთ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენით, რომელსაც პრაქტიკულად სხვა პროდუქტებიც მოყვება. შემდეგ გავთამამდით და ჩვენ თავად ვქმნიდით პროდუქტს და შესაბამის დაკვეთებს ვაძლევდით სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს. ხოლო ამის შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ იქ, სადაც ამის საჭიროება ვიგრძენით, შევკარით პროფესიონალების გუნდი და დავიწყეთ ჩვენი მოფიქრებული პროდუქტის შექმნაც“, - აღნიშნა ბიძინა მაცაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები