ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, ექთნებს, მძღოლებს და სრულიად სამედიცინო პერსონალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. ტიკარაძემ განცხადება სასწრაფოს ექიმებთან შეხვედრისას გააკეთა და თქვა, რომ მათი წვლილი ფასდაუდებელია.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდა არაფერს და თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენი დახმარებით შევძელით და დღეს ვზეიმობთ ამ წარმატებას. მინდა გამოვეხმაურო და არა თქვენს დასაცავად, არამედ გმირობის დასაცავად ვთქვა - ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება არ გამოვეხმაურო კომენტარებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, თქვენ მონაწილეობთ ჩვენთან ერთად იმ პროტოკოლის შექმნასა და განხორციელებაში, რომელიც სრულიად გაზიარებული და დაყრდნობილია მსოფლიო პრაქტიკას, ასევე ჯანმოს სტანდარტებს, ის, რომ თქვენ იყოს დაცულები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხოდ, ეს არის ჩვენი მთავრობის ვალდებულება. გავაგრძელებთ თქვენი უსაფრხთოებისთვის ბრძოლას“, - განაცხადა ტიკარაძემ.