ჩინური TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ი აცხადებს, რომ აპლიკაციის დღიური მომხმარებლების რაოდენობამ 600 მილიონი შეადგინა აგვისტოს თვეში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორის კელი ჟანგის განცხადებით, კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 6.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, მომავალი წლისთვის შემოსავლების გაორმაგებას ელის.
Reuters-ის მიხედვით, ByteDance-ი TikTok-ის დალისტვას აპირებს როგორც ჰონგ-კონგის, ასევე შანხაის საფონდო ბირჟებზე. აღსანიშნავია, რომ ByteDance-ის ძირითადი შემოსავლები ჩინურ TikTok-ზე მოდის, მიუხედავად იმისა რომ აპლიკაცია პოპულარულია აშშ-სა და ევროპაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა შეერთებული შტატები Tiktok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს. ჩინურ აპლიკაციას უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ბრალდებები ედება, რომელსაც კომპანია უარყოფს.