მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.GE ღონისძიების გადადებისას ბილეთში გადახდილ თანხას უკან აბრუნებს - განცხადება

5e6a2d513ea0d
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.20 18:15
3298

TKT.GE ღონისძიების გადადების შემთხვევაში ბილეთში გადახდილ თანხას უკან აბრუნებს, - ამის შესახებ BM.GE-ს ბილეთების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა TKT.GE-ის დამფუძნებელმა ლევან კილაძემ განუცხადა.

როგორც ლევან კილაძე განმარტავს, ონლაინ ბილეთებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. კომპანიის დამფუძნებელი მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას, კორონავირუსის გამო თავშეყრის ადგილებში თავის არიდების მოტივს მიაწერს.

"ბილეთების გაყიდვა ძალიან შემცირებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. სეზონურად, ამ დროს იწყება ხოლმე დიდი ფესტივალების გაყიდვა და მოგზაურობების დაგეგმვა. წელს წარმოუდგენლად დაბალი აქტივობა გვაქვს", - ამბობს ლევან კილაძე.

ამასთან ის აცხადებს, რომ ღონისძიებების გადადების შემთხვევაში TKT.GE ბილეთის საფასურს მომხმარებელს სრულად დაუბრუნებს.

"გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რაგბის მატჩი ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციის გამო და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს TKT.GE გიბრუნებთ ბილეთის საფასურს. ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას შეძლებთ ორშაბათიდან, 16 მარტიდან, გამარტივებული პროცედურებით. თანხის დასაბრუნებლად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც გააქტიურებული იქნება დაბრუნების ღილაკი. ფიზიკური ბილეთის დასაბრუნებლად გთხოვთ ეწვიოთ ფილარმონიის სალაროს. გაითვალისწინეთ, რომ თანხა ირიცხება ავტომატურად, საბანკო პროცედურას შეიძლება დასჭირდეს არაუმეტეს 3 სამუშაო დღე. 

დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანიის ყოველი სერვისი აგებულია მომხმარებელზე ფიქრით. ბილეთის ყიდვიდან, ღონისძიების დღეს სტუმრების შეშვებამდე, ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავაუმჯობესოთ ღონისძიებაზე დასწრების გამოცდილება და განწყობა.

ამ ყველაფრის თავში კი მომხმარებლის უსაფრთხოება უპირველესია. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ორგანიზატორებთან ასევე შესაბამის საჯარო სამსახურებთან და ვითვალისწინებთ უსაფრთხოებისთვის საჭირო რეკომენდაციებს.

ამ რთულ პერიოდში, მთელი გუნდი მობილიზებული ვართ, რომ გადადებული ღონისძიების შემთხვევაში მყისიერად დაგიბრუნოთ თანხები და გაგიწიოთ ნებისმიერი კონსულტაცია ქოლ ცენტრისა თუ ონლაინ ჩათის მეშვეობით.
ამასობაში კი, სიახლეების შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ TKT.GE-ს, სადაც მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ ორგანიზატორებისგან მოწოდებულ ინფორმაციას.

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის. გვჯერა, რომ ძალიან მალე ისევ ავგუგუნდებით", - ნათქვამია TKT.GE-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები