მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 დეველოპერული პროექტი, სადაც ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემები დაგხვდებათ ®

6284c00717aae
BM.GE
18.05.22 13:44
672
მოგეხსენებათ, დეველოპერულ სექტორში ჭკვიანი სახლი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, რომელიც მობინადრეებს ერთდროულად როგორც კომფორტს, ისე უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას სთავაზობს.

ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია სმარტერმა პირველად ჩაუყარა საფუძველი ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემების დანერგვას. დღეისთვის კი მათი ერთგული პარტნიორების სია თითქმის ყველა წამყვან დეველოპერულ კომპანიას მოიცავს, როგორც თბილისში, ისე აჭარის რეგიონში.

ჩვენ გადავწყვიტეთ დარგის ლიდერთან გადაგვემოწმებინა თუ როგორია ამ მიმართულებით ტენდენცია და კონკრეტულად რომელი დეველოპერული კომპანიები ზრუნავენ განსაკუთრებულად მათ მომავალ მობინადრეებზე კომფორტისა და უსაფრთხოების კუთხით.

გამოკითხვის შედეგად წარმოგიდგენთ ტოპ-10 ინოვაციური პროექტის სიას, რომელიც სულ მალე შეემატება როგორც დედაქალაქს, ისე აჭარის რეგიონს.

1. კრწანისი ვილა რეზიდენსი

"ვილა რეზიდენსი", რომელიც აგრძელებს პრემიუმ უბნის განვითარებას, გამოირჩევა არა მხოლოდ მშენებლობის მაღალი ხარისხით, არამედ ის ასევე ორიენტირებულია ინოვაციური მიმართულებით განვითარებაზეც.

„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ და კომპანია „სმარტერის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ბინები სრულად აღჭურვილია ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემებით.


2. მწვანე კონცხი ბოტანიკო

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება.

კომპანია „სმარტერისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი ბოტანიკო სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის ისეთი თანამედროვე სისტემებით, როგორიცაა: კარის ჭკვიანი საკეტი, გათბობა-გაგრილების დისტანციური მართა და ა.შ.


3. სიმეტრია პარკი

"სიმეტრია პარკი" პრემიუმ კლასის დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ოქროყანაში მდებარეობს. პროექტს გამოარჩევს: ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემები, საუკეთესო ადგილმდებარეობა დარეკრეაცია.

კომპანია „სმარტერისა“ და „სიმეტრია პარკის“ თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის სისტემებით, რაც მობინადრეებისთვის ნიშნავს მეტ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ენერგორესურსების დაზოგვას.


4. ტერასა იპოდრომი

"ტერასა იპოდრომი" ახალი ენერგოეფექტური კომპლექსია დახვეწილი გეგმარების ბინებით და უახლესი ტექნოლოგიური სისტემებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია თანამედროვე, აქტიური, ცხოვრების სტილთან.

აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექში მობინადრეებს აუცილებლად დახვდებათ სმარტერის მიერ მოწყობილი ჭკვიანი სახლის სისტემები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს და უფრო კომფორტულს გახდის.


5. Next Green

Next Green მოქმედი აპარტოტელია, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურულ ობიექტს და რაც მთავარია, მდებარეობს მახინჯაურის ყველაზე მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

აპარტოტელის ტიპის ობიექტებისთვის ჭკვიანი სახლის სისტემებით გამოწვეული კომფორტი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა დეველოპერებისთვის და მათ სწორედ სმარტერის მომსახურებაზე შეაჩერეს არჩევანი.


6. მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“

ძველი თბილისის შუაგულში, მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ 1.3 ჰა ფართობზეა განთავსებული. იგი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5100 მ2 საზოგადოებრივ სივრცეს
მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით, რომელიც მობინადრეებს შესთავაზებს თანამედროვე ცხოვრების უმაღლეს სტანდარტს.


7. White Sails

WHITE SAILS წარმოადგენს პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან შემდგარ უნიკალურ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია არა მხოლოდ ბათუმში არამედ სრულიად აჭარის რეგიონში.

კომპანია "სმარტერმა" მოახდინა აღნიშნულ მრავალფუნქციურ კომპლექსში 800 ზე მეტი აპარტამენტის აღჭურვა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.


8. თაუერ გრუპის „პანორამა“

40-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი PANORAMA მდებარეობს ზღვისპირა ზოლში, რომელიც ერთდროულად აერთიანებს: 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, აპარტამენტებს, კომერციულ სივრცეებს, სამორინეს და სხვა გასართობ ობიექტებს.

აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი სრულად იქნება აღჭურვილი ჭკვიანი სახლის სისტემებით და მომავალ მობინადრეებს შესთავაზებს, როგორც კომფორტის, ისე უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს.


9. „დემაქს ვაკე“

პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Demax Vake, „დემაქს ჯგუფის“ გამორჩეული პროექტია, თავისი ადგილმდებარეობითა და უნიკალური გეგმარებით. კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის 22 ნომერში მდებარეობს.

აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა ჭკვიანი სახლის სისტემები. მობინადრეებს შეეძლებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მოახდინოინ საკუთარი სახლის მართვა.


10. პროექტი NAVI

პროექტი „ნავი“ პირველი ინოვაციური პროექტია გონიოში, რომელიც სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით. პროექტი ასევე გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რომელსაც კომპანია „ანაგი“ ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები