2022 წელს დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
1. გაერთიანებული სამეფო - 437.0 მლნ. აშშ დოლარი
2. ესპანეთი - 360.5 მლნ. აშშ დოლარი
3. ნიდერლანდები - 196.2 მლნ. აშშ დოლარი
4. აშშ - 176.5 მლნ. აშშ დოლარი
5. ირლანდია - 120.6 მლნ. აშშ დოლარი
6. რუსეთი - 108.1 მლნ. აშშ დოლარი
7. ჩეხეთი - 84.5 მლნ. აშშ დოლარი
8. იაპონია - 58.7 მლნ. აშშ დოლარი
9. თურქეთი - 55.1 მლნ. აშშ დოლარი
10. ჩინეთი - 43.6 მლნ. აშშ დოლარი
რაც შეეხება უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ გადანაწილებას, საქსტატის ცნობით, ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი).