ფინანსური კომპანია Bankrate.com-ი აშშ-ის საზოგადოების კვლევის ბიუროზე დაყრდნობით TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პროფესიას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კვლევები ადასტურებს, რომ განათლებაში ინვესტირებული ფული ამართლებს, რადგან სწორად შერჩეული პროფესიის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება საშუალოდ 90,000 აშშ დოლარიდან 100,000 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.
TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიებია:
1. საზღვაო არქიტექტორი და ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 1.6%
2. ბირთვული ინჟინერია
საშუალო შემოსავალი: 98,100 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 1.8%
3. ფარმაცევტული მეცნიერებები და ადმინისტრირება
საშუალო შემოსავალი: 100,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 58%
4. გენეტიკოსი
საშუალო შემოსავალი: 85,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 76%
5. ელექტროინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 99,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 46%
6. მშენებელი/ ინჟინერი, არქიტექტორი
საშუალო შემოსავალი: 74,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 29%
7. კოსმოსური ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 49%
8. კომპიუტერული ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 92,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 40%
9. ელექტრონული ტექნოლოგიების ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 67,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 30%
10. მატერიალურ მეცნიერებათა ინჟინერი
საშუალო შემოსავალი: 90,000 აშშ დოლარი
უმუშევრობის მაჩვენებელი: 2.0%.