ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მოგებაც ყველაზე მეტად გაიზარდა 2021 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა Amazon-ს უფიქსირდება, ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმის მოგება 220%-ით გაიზარდა.
ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ TOP-5 კომპანიაში მოხვდნენ Alphabet-ი, Microsoft-ი და Facebook-ი.
TOP-5 კომპანია, რომელთა მოგებაც ყველაზე მეტად გაიზარდა პროცენტულად:
1. Amazon - 220%-იანი ზრდა
2. Alphabet- 162%-იანი ზრდა
3. Apple- 110%-იანი ზრდა
4. Facebook- 94%-იანი ზრდა
5. Microsoft- 44%-იანი ზრდა
TOP-5 კომპანია, რომლებმაც ყველაზე მეტი მოგება მიიღო 2021 წლის პირველი კვარტალში:
1. Apple – 23.6 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 11.2 მილიარდი აშშ დოლარი);
2. Alphabet – 17.9 მილიარდი აშშ დოლარი (2020 - 6.8 მილიარდი აშშ დოლარი);
3. Microsoft – 15.5 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 10.8 მილიარდი აშშ დოლარი);
4. Facebook – 9.5 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 4.9 მილიარდი აშშ დოლარი);
5. Amazon – 8.1 მილიარდი აშშ დოლარი (2020 –2.5 მილიარდი აშშ დოლარი);