მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 ნავთობკომპანია, რომელთაც საქართველოში საწვავი შემოაქვთ

62b357564b479
BM.GE
08.06.22 00:00
6278
bm.ge-იმ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს შემოაქვთ ყველაზე მეტი საწვავი. ოფიციალური უწყებიდან მიღებულ პასუხში წარმოდგენილია ხუთი კომპანია (არარიგითობით), რომლებმაც ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს.

ტოპ ხუთი კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

● შპს ლუკოილ-ჯორჯია;
● შპს რომპეტროლ საქართველო;
● შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
● სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
● შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი).

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების უდიდეს ნაწილს ევროკავშირიდან - რუმინეთიდან ბულგარეთიდან ყიდულობდა. ხოლო რუსეთიდან იმპორტი 18%-ის ტოლი იყო. ამასთან ანგარიშის მიხედვით, რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა, ქვეყნების მიხედვით ეს იმპორტი ასე ნაწილდებოდა:

● რუმინეთი - იმპორტის 31.2%;
● ბულგარეთი - იმპორტის 24.1%;
● რუსეთი - იმპორტის 17.8%;
● აზერბაიჯანი - იმპორტის 14.7%;
● თურქმენეთი - იმპორტის 12%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები