International Society of Aesthetic Plastic Surgery (ISAPS)-ის ცნობით, 1მსოფლიოში 2019 წელს 1.36 მილიონი პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა, რაც 2018 წელთან შედარებით 7.1%-იანი ზრდას წარმოადგენს. ამასთან, პანდემიამდე მსოფლიოში 13.6 მილიონი არაქირურგიული პროცედურა ჩატარდა.
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც პლასტიკური ქირურგია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. პლატფორმა წერს, რომ პლასტიკური ქირურგიით ყველაზე ხშირად ბრაზილიაში სარგებლობენ, სადაც 1.49 მილიონი პლასტიკური პროცედურა ჩატარდა 2019 წელს. ბრაზილიაში ყველაზე ხშირად პლასტიკურ ქირურგებს ლიპოსაქციისთვის, მკერდის აუგმენტაციისთვის და აბდომინოპლასტიკისთვის მიმართავენ.
ჩამონათვალში მეორე ადგილს აშშ იკავებს, ხოლო მესამეზე მექსიკაა. პანდემიამდე აშშ-ში 1,35 მილიონი პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა, ხოლო მექსიკაში 580,659.
TOP-8 ქვეყანა სადაც ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია კეთდება:
1. ბრაზილია - 1,493,673 პლასტიკური ოპერაცია
2. აშშ - 1,351,917 პლასტიკური ოპერაცია
3. მექსიკა - 580,659 პლასტიკური ოპერაცია
4. რუსეთი - 483,152 პლასტიკური ოპერაცია
5. ინდოეთი - 394,728 პლასტიკური ოპერაცია
6. თურქეთი - 351,930 პლასტიკური ოპერაცია
7. გერმანია - 336,244 პლასტიკური ოპერაცია
8. იტალია - 314,432 პლასტიკური ოპერაცია.