“თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის ფასადის სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმითვე, სათაო ოფისის ფასადის სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.
“თიბისის სათაო ოფისში, რომელიც ლისზე შენდება, რკინა-ბეტონის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან კარგი შენობა იქნება”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის: თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი დოლარია.