აშშ-ს ბრიტანეთმა 200 სასუნთქი აპარატი სთხოვა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.
„დიდი ბრიტანეთი ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორია. 200 სასუნთქი აპარატი სჭირდებათ დაუყონებლივ. ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.
ტრამპიმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის განკარგულებით დავდაცვის კომპანია Babcock-ს 10,000 სასუნთქი აპარატის წარმოება დაევალა.
აშშ-ს მთავრობა აცხადებს, რომ პიკურ პერიოდში თავად ამერიკას მინიმუმ 30,000 სასუნთქი აპარატი დასჭირდება.
8 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 400,000 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი (ბოლო 24 საათში +205), გარდაიცვალა 12,857 ადამიანი (+16 ბოლო 24 სთ-ში), ხოლო გამოჯანმრთელდა 21,711 ინფიცირებული.