ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების გამკაცრებას აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც აშშ-ის მოქალაქეებს, ასევე აშშ-ში ლეგალურად მცხოვრებ მექსიკელებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მცდელობაა, საბოლოოდ ჩაკეტოს აშშ-ს საზღვრები კორონავირუსის მიზეზით.
აღსანიშნავია, რომ ასევე ძალაში რჩება მოგზაურობასთან დაკავშირებული დანარჩენი აკრძალვებიც.
გამოცემის მიხედვით, ადმინისტრაცია იგივე წარმატებით იყენებს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, რომელიც თავად აშშ-ის მოქალაქეებსაც კი უზღუდავს სამშობლოში დაბრუნებას, მიზეზად კი კორონავირუსით დაინფიცირების გაზრდილი შანსები სახელდება.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მუშაობს პანდემიის კონტროლთან დაკავშირებით და ეს რეგულაციები მხოლოდ დროებითია. შესაბამისად, ისინი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს“,-აცხადებენ ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება თავად აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, როგორც გამოცემა წერს, მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.