მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანზიტული ფუნქციის როლი გვეზრდება და შანსი გვაქვს ინვესტიციები შემოვიდეს - გიორგი პაპავა

62a3ac1423e45
ალა ისპირიანი
11.06.22 01:00
895
"ტრანსპორტის სექტორში ტრანზიტული ფუნქციის როლი გვეზრდება და შესაძლოა ინვესტიციები შემოვიდეს" - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა გრძელვადიანი პერსპეტივების დასახვა. 

"უმეტესობა, რასაც ვაკეთებთ მოკლევადიანია ან ამომრჩევლების ინტერესებზეა აწყობილი. არის პროგრამების განხორციელება ან მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ გრძელვადიანი ხედვა იმისა, თუ როგორი ეკონომიკა გვინდა თანმიმდევრული ნაბიჯების გადასადგმელად არ ჩანს.

ტრანსპორტის სექტორში ტრანზიტული ფუნქციის როლი ცალსახად გვეზრდება. ამ მიმართულებით არის შესაძლებლობა გარკვეული ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ნელა და შესაბამისად, როდესაც ასეთი შესაძლებლობები ჩნდება [შუა კორიდორის გააქტიურება], არ ვართ მისთვის მზად.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ, მაგალითად, თბილისსა და ბათუმს შორის დამაკავშირებელ გზაზე, ყოველთვის არის ხოლმე საუბარი, - "ასფალტი ვჭამოთ? "გზა რად გვინდა". სინამდვილეში სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოჩნებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს როლი", - განაცხადა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი რამდენიმე დღის წინ ლოგისტიკიდან დამატებით 300 მილიონის შემოსავლის შესაძლებლობაზე საუბრობდა. როგორც მან თქვა,  გაზრდილია სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა კორიდორში ანუ საქართველოს დერეფანში. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც დიდი შესაძლებლობები საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონოდა თუმცა დღეს ჩვენი ლოგისტიკის გამოყენების კონკრეტული საჭიროება გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები