მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TripAdvisor-ი ასობით თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს

5e2acf2b1a9a6
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 22:00
940
ცნობილი ტურისტული ვებპორტალი TripAdvisor-ი ასობით თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უმსხვილესი ტურისტული საინფორმაციო ვებგვერდი Google-თან კონკურენციის გამო 200-მდე თანამშრომელს შეამცირებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის, კომპანიაში 3 800 ადამიანი იყო დასაქმებული.

როგორც ცნობილია, Google-ი ავითარებს საკუთარ სერვისებს მოგზაურობასთან დაკავშირებით და მის მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროებისა და რესტორნების მიმოხილვებს. ამავე დროს, კომპანია ადგენს პრიორიტეტს საკუთარი სერვისებისთვის საძიებო მოთხოვნების ჩვენებისას, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მომხმარებელი ხედავს. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის TripAdvisor-ი, იძულებულია Google-სგან მეტი რეკლამა იყიდოს, რათა შეინარჩუნოს ონლაინ-ტრაფიკი.

როგორც სააგენტო წერს, TripAdvisor-ის წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამართული სატელეფონო კონფერენციის დროს, მაღალი შემოსავლის შენარჩუნების მიზნით, საუბარი იყო თანამშრომლების შემცირებასა და ხარჯების გადანაწილებაზე.

2019 წლის მე-3 კვარტლის სუსტი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, TripAdvisor-ის აქციების ღირებულება ერთ დღეში 20%-ით დაეცა. სერვისის კვარტალურმა მოგებამ 428 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ძირითადი პრობლემა ეს Google-ის მხრიდან გაწეული კონკურენცია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები