მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტი 3.6 მლნ ლარი დაჯდა

ქვათახევი გზა
BM. GE
25.08.23 10:01
4

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. 5 კმ-იანი მონაკვეთი გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. 

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტირდა მდინარე კავთურაზე არსებული ხიდიც. ასევე, მოეწყო ავტოსადგომი მონასტერთან და მიერთებები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები