მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წლევანდელი მოსავალი ღვინის ხარისხზე იმოქმედებს” - გიორგი სხირტლაძე

ღვინო

მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში უხვმა ნალექმა და სეტყვამ ვენახები დააზიანა. ყვარელთან ერთად ძლიერმა სეტყვამ თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიც დააზიანა, ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ 17 სექტემბერს სეტყვა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, დაზიანდა ვენახები, ხეხილის ბაღები, არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე დაახლოებით ნახევარსაათიანი სეტყვა იყო ყვარელში, სადაც ვენახები და ინფრასტრუქტურა არის დაზიანებული. ჯერ კიდევ დაუსრულებელი რთველის შედეგები ცალკეული მევენახეების მხრიდან არც თუ ისე პოზიტიურად ფასდება.

მეღვინეობა “რტონის” და მეღვინეობა “მელიტონის” დამფუძნებელმა გიორგი სხირტლაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ჩართვისას განაცხადეს, რომ წლევანდელი ყურძნის მოსავლის 60-70% დაზიანებულია და ამას სექტორზე კარგი გავლენა არ ექნება, ეს იქნება დიდი გამოწვევა როგორც მცირე ქარხნებისთვის, ასევე დიდი კომპანიებისთვისაც.

“ჩვენ ყურძენს ორი სხვადასხვა რეგიონიდან, კახეთიდან და რაჭიდან ვიღებთ, რაჭაში უხვი ნალექის, ჭარბი მზისა და სეტყვის გამო, მოსავლის დაახლოებით 70% განადგურდა, საკმაოდ რთული ვითარებაა კახეთშიც, სეტყვის გამო დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი. გადაწყვეტილი გვაქვს წარმოებიდან კონკრეტული ჯიშები, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ვაწარმოებდით, ამოვიღოთ, რადგან ვენახები აღარ არსებობს. ჩვენი გათვლებით, კახეთში მოსავლის 60%, ხოლო რაჭაში მოსავლის 50%-ის გადამუშავების საშუალება გვექნება, ამასთან, ვეცდებით მარაგი ხარისხიანი ყურძნის შეძენით შევავსოთ. წლევანდელი მოსავლის 60-70% დაზიანებულია და ამას სექტორზე კარგი გავლენა არ ექნება”, - დასძინა მან.

დამფუძნებლის თქმით, გადარჩენილი ხარისხიანი ყურძნის ფასი 20-30%-ით გაიზარდა, რადგან მოთხოვნა მაღალია, მიწოდება კი, ფაქტობრივად არ არის, მისივე თქმით, წლევანდელმა ვითარებამ შეიძლება იმოქმედოს ღვინის ხარისხზეც.

“ხარისხიანი ყურძენი ცოტა გადარჩა, მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი არ არის, შესაბამისად, ხარისხიანი ყურძნის ფასი 20-30%-ით მაღალია. წლევანდელი წელი ყველაზე ცუდი წელია მეღვინეებისთვის, ეს დიდი გამოწვევა და გამოცდილება იქნება როგორც მცირე ქარხნებისთვის, ასევე დიდი კომპანიებისთვის. მცირე მარნებს შეგვიძლია შევარჩიოთ ყურძენი,მაქსიმალურად ვეცდებით გადავამუშაოთ ისეთი ყურძენი, რომელსაც ნაკლები ზეგავლენა ექნება ღვინის ხარისხზე, ჩვენ ყველაფერს ვცდით, რომ ე.წ. “შერცევითი რთველით”  გადავამუშაოთ ხარისხიანი ყურძენი, თუმცა, 2023 წლის მოსავალი ღვინის ხარისხზე იმოქმედებს” - თქვა მან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები