მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არსებული ინვესტორები დადებით გამოცდილებაზე არ მოყვებიან, ინვესტიციების მოზიდვა გართულდება - ქვარცხავა

64b50aa430c2f
ინგა მურუსიძე
17.07.23 15:14
534
თუ არსებული ინვესტორები არ მოყვებიან დადებით გამოცდილებას, სამომავლოდ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა რთულდება, - ამის შესახებ კომპანია „არიკ ჯგუფის“ ადვოკატმა, ქეთი ქვარცხავამ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ქვარცხავა არის ადვოკატი კომპანიის, რომელიც იტყობინება, რომ სასამართლოში სადავო საქმის განხილვის გაჭიანურების გამო, შესაძლოა, საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტოს. bm.ge-მ ქვარცხავას ჰკითხა, თუ რას იტყვის ის ზოგადად - რამდენად უშლის ხელს მსგავსი შემთხვევები ინვესტიციების შემოსვლას.

„ინვესტიცია ისეთი რამეა, რომელიც დამოკიდებულია ძველ ისტორიაზე, გამოცდილებაზე. თუ არსებული ინვესტორები არ მოყვებიან დადებით გამოცდილებას, სამომავლოდ, ინვესტიციების მოზიდვა რთულდება. ჯაჭვური რეაქციაა, როგორც დავხვდებით, ხელს შევუწყობთ, ისე მოხდება ინვესტიციების მოზიდვა. მით უმეტეს, ჩვენ გვინდა მაღალი სტანდარტის, ხარისხიანი ინვესტორების მოზიდვა. მაღალი სტანდარტის ინვესტორები არ შემოვლენ ქვეყანაში, სადაც ეჭვია გარკვეული, რომ სასამართლო სისტემა არ არის...[მოგვარებული]. ანუ სასამართლო არის ყველაფრის თავი, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია იქ და თუ ეს მოგვარებულია, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რაღაც თავისით გვარდება“, - განაცხადა ქვარცხავამ.


სასამართლო ვერ უმკლავდება თავის დანიშნულებას, მართლმსაჯულება დროულად განახორციელოს - "არიკ ჯგუფი"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები