მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ავეჯი მოგბეზრდათ, IKEA მას უკან დაიბრუნებს

5f85b7923d7ea
ნათია თაქთაქიშვილი
13.10.20 18:38
1617
მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA აცხადებს, რომ კომპანია მზადაა, უკან შეიძინოს ავეჯი, რომელიც  მომხმარებელს მობეზრდა და მას როგორც მეორადს - ხელახლა გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებლებს, ვისგანაც კომპანია ავეჯს შეიძენს, საფასურს სპეციალური ვაუჩერით გადაუხდის, რომლის გამოყენებას ისინი ისევ IKEA-ს მაღაზიებში შეძლებენ. IKEA-ს განცხადებით, ვაუჩერების გამოყენების ვადა შეზღუდული არ არის, რადგან კომპანიის ინიციატივის მიზანი მომხმარებლების წახალისებაა.

შეთავაზების პირობების თანახმად, შესაძენი ავეჯის ღირებულება დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე. მომხმარებელი ნივთის თავდაპირველი ღირებულების 50%-ს მიიღებს, თუკი მისი ავეჯი დაუზიანებელია და არ აქვს ნაკაწრი, მცირე დაზიანების შემთხვევაში მიიღებს 40%-ს, ხოლო დიდი ნაკაწრის/დაზიანების შემთხვევაში - ავეჯის თავდაპირველი ღირებულების 30%-ს.

კომპანიის აქცია ძალაში 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იქნება, თუმცა IKEA არ გამორიცხავს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, შეთავაზება გაახანგრძლივოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები