ევროპული ბიზნეს ასოციაციის [EBA] თავმჯდომარის ჯონ ბრეკეველდტი განცხადებით, შუა დერეფნის ამ დატვირთვით მუშაობა დროებითია და ომით არის გამოწვეული.
BMG-ის კითხვაზე - რა განასხვავებს რუსეთისა და ევროკავშირის ბაზრებს, ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარი განმასხვავებელი, სტაბილურობაა, რაც ბიზნესისთვის განმსაზღვრელია.
“არ ვამბობ, რომ ლოგისტიკის სექტორი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად არის. ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც ლოგისტიკის სექტორში მოღვაწეობენ, ხედავნ იმ დიდ ცვლილებებს, რაც ომით არის გამოწვეული. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს. ამ ყველაფერს ბიზნესზე გავლენა აქვს, ზოგჯერ პოზიტიურიც, ზოგჯერ კი - ნეგატიური. შუა კორიდორი მუშაობს და ბევრი ტვირთია ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით, თუმცა ამას ბიზნესმოდელს ვერ ვუწოდებთ. არ ვიცი მსოფლიოში კომპანია, რომელიც საკუთარ ბიზნესმოდელს ომზე აწყობდეს. საჭოროა, სტაბილურობა, რათა ბიზნესმა იცოდეს, რომ სტაბილური ზრდა ექნება. მთავარი გამოწვევა, რასაც ევროპული ბიზნესი საქართველოში ხედავს, არის გაცვლითი კურსის მერყეობა და როგორც აღვნიშნე, ბიზნესს სტაბილურობა სჭირდება ბიზნესმოდელის ასაწყობად. ასევე, კვალიფიკაცია არის პრობლემა და მათ სურთ, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია იყოს საქართველოში. ამ საკითხზე ვმუშაობთ კიდეც. კიდევ არის ბიუროკრატია, ბიურკორატია ყველა ქვეყანაშია, თუმცა თუ გვინდა ბევრმა ბიზნესმა იმუშაოს ქვეყანაში, ბიუროკრატია რაც შეიძლება, უნდა შემცირდეს”, - აცხადებს ის.