მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ IMF-ის პროგრამა შეფერხდა, ეს არ იქნება კარგი საფინანსო საფინანსო სექტორისთვის - ძნელაძე

648c4cb586931
თელარა გელანტია
16.06.23 16:00
517
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, „სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის შეჩერება, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი“.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას, რომელიც აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში“ შესულ ცვლილებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

საკანონმდებლო ცვლილების მიმართ კრიტიკული შენიშვნები, ჯერ კიდევ თებერვალში, ვიდრე კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მათ შორის IMF-ის პროგრამის შეჩერების რისკებზე იყო.

„შესაძლებელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება მასთან საქართველოს შეთანხმებას და შესაბამისად, დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება“, - წერდა სებ-ი.

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, შეფერხდება თუ არა IMF-ის პროგრამა საქართველოში, ამაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ მოვლენების ასე განვითარება კარგი ფაქტი ნამდვილად არ იქნება.

„თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეფერხდა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი საფინანსო საფინანსო სექტორისთვის და მათ შორის ქვეყნის რეიტინგისთვის. მოგეხსენებათ, ველით საინვესტიციო რეიტინგს... ამდენად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საინვესტიციო რეიტინგის მიღებას არაფერი დაუდგება წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ქვეყნისთვის საინვესტიციო რეიტინგის მინიჭება ნიშნავს იაფი რესურსის შემოსვლას; რეალურად ნაკლებად რისკიანი ხდება ქვეყანა და უფრო იაფად უფრო მეტი რესურსის მოზიდვაა შესაძლებელი“, - თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები