მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რისკებს არ აღმოვფხვრით, ინვესტორების თვალთახედვიდან უბრალოდ გავქრებით - BLB-ის პარტნიორი

6152f2afea4cd
მარიამ იზორია
29.09.21 09:00
649
„საქართველოს ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სამართლებრივი ბაზა აქვს“ - ამის შესახებ იურიდიული კომპანიის BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქართული სამართალი ინვესტორების მხარდაჭერას მოიაზრებს, არსებობს სხვა რისკებიც, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლოსთან, მოსახლეობის სიღარიბესთან.

იურისტი ამბობს, რომ ამ რისკების აღმოფხვრა სავალდებულოა, რათა ქვეყანა ინვესტორების თვალთახედვიდან არ გაქრეს.

„როცა ინვესტორი ქვეყნით ინტერესდება, გარდა სამართლებრივი ბაზისა და მაკრო-მიკრო ეკონომიკური მდგომარეობისა, სოციალურ-პოლიტიკურ გარემოსაც უყურებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2020 წლის მონაცემებით, 20%-მდეა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, ამავე წლის შედეგებით კორუფციის ინდექსით 100 ქულიდან 56 ქულა გვაქვს და არსებობს ეჭვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ამ მხრივ მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, ინვესტორები ასეთ რისკებს აფასებენ. ამიტომ თუ მათ არ აღმოვფხვრით, ინვესტორების თვალთახედვიდან უბრალოდ გავქრებით“, - განმარტავს რუსუდან მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები