მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რუსული გაზის მიწოდება სრულად შეჩერდება, გერმანიას რეცესია ემუქრება - Reuters

62b1f93767a71
ალა ისპირიანი
21.06.22 21:35
1617
ისედაც შეფერხებული რუსული გაზის მიწოდება თუ მთლიანად შეწყდება, გერმანიას რეცესია ემუქრება– ამის შესახებ სააგენტო Reuters გერმანიის მრეწველობის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის, ზამთარში ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად, კომპანიებს გაზის საცავების შევსებაში ფინანსურად დაეხმაროს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ბრძოლის ეპიცენტრში ენერგო საკითხები მოაქცია, ევროკავშირის ბალტიურმა ქვეყნებმა კრიზისთან გასამკლავებლად გარკვეული ზომები შეიმუშავეს. ომის დაწყებამდე ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებდა, გერმანია კი - 55%-ს. საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის შესახებ.

გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ინფლაციისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაც გამოიწვია.

ცნობისთვის, გერმანიის მრეწველობის ფედერაციამ გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საგრძნობლად შეამცირა. მათი ცნობით, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. რუსული გაზი ისევ უკრაინის გავლით, თუმცა შემცირებული ტემპით მიედინება, ხოლო Nord Stream 1 მილსადენი, რომელიც გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბალტიის ქვეყნებზე გადის და ის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები