მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სიმყარეს შევინარჩუნებთ, ბევრად მაღალი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი - კობახიძე

64a5d2abbc19e
ალა ისპირიანი
06.07.23 00:15
500
"დღეს ხელისუფლება და საზოგადოება არის მყარად, თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ბევრად მაღალი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი" - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

კობახიძის მოსაზრებით, რადიკალური ოპოზიცია მუშაობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ.

"შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: როცა - არავითარი „თუ“ - როცა საქართველოს არ მიენიჭება ივნისში კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით.რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ.

მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის: დღეს ხელისუფლება არის მყარად, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე - თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები