მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ უკრაინიდან იმპორტი არ აღდგება, ყოველ თვე ბრუნვა 5 მილიონით შეგვიმცირდება - “სანდორას” და “ნემიროვის” იმპორტიორი

621f77ae51261
ლიკა გურაბანიძე
06.03.22 21:00
10430
ქართულ იმპორტიორ კომპანია “გაგრა პლუსს” უკრაინიდან ორი პროდუქტი, სპირტიანი სასმელი “ნემიროვი” და წვენი “სანდორა” შემოაქვს. 

კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მახათაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები დაზიანებული არ არის, თუმცა ყველაფერი პარალიზებულია. "გაგრა პლუსში" ორი თვის მარაგები აქვთ, ხოლო თუ ამ პერიოდში უკრაინის მხრიდან პროდუქტის მოწოდება არ აღდგება, კომპანიას საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიადგება.

“როდის რა იქნება ჯერ ჩვენთვის უცნობია. თუმცა, კონკრეტულ სცენარებს განვიხილავთ. “სანდორაზე” და “ნემიროვზე” საქართველოში დიდი მოთხოვნაა, ამჟამინდელი მარაგები ორ თვეზე მეტხანს არ გვეყოფა. თუ ამ პერიოდში პროდუქტის მოწოდება არ აღდგა, ზარალი ძალიან დიდი იქნება. კომპანიის მთლიან პორტფელში უკრაინიდან იმპორტის წილი 60%-ია. კომპანიის წლიური ბრუნვა 80 მლნ ლარია და ყოველთვიურად 5 მლნ ლარის დავკარგავთ, რაც წლიურად 60 მლნ ლარის დანაკარგია” - განმარტა “გაგრა პლუსის” თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები