მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turistebi.com: ტურისტული სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში

64ae9f04cfee2
BM.GE
12.07.23 16:39
836
Turistebi.com პირველი ქართული ონლაინ ტურისტული სააგენტოა, რომლის მიზანი საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მომსახურების მაღალი ხარისხის დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზებაა, რაც ბრენდის ხარისხის გარანტიასა და ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

Turistebi.com არის ინოვაციური ვებსაიტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტურისტული სერვისების სრულ სპექტრს, კერძოდ: სასტუმროები, თვითმფრინავის ბილეთები, ექსკურსია და ტურისტული პაკეტები, ტრანსფერი, ტრანსპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და სხვა.

ჩვენს ვებგვერდზე უმარტივესი სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდგომ, მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს ყოველდღიურად განახლებული დეტალური ინფორმაცია შეთავაზებული პაკეტების შესახებ და შეიძინოს მისთვის სასურველი პაკეტი. ვებგვერდის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მომხმარებელს არ მოუწევს სახლიდან გასვლა, კომპანიასთან დარეკვა ან რაიმე სახის დოკუმენტაციის წინასწარ მომზადება, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველანაირი დოკუმენტაციის, მათ შორის დაზღვევისა და განვადების ფორმის სრულყოფილად მომზადებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Turistebi.com საკმაოდ კონკურენტუნარიანი პროდუქტია ფასების, პაკეტებისა თუ მოქნილობის თვალსაზრისით და ის კონკურენციას უწევს ისეთ წამყვან ონლაინ პლატფორმას, როგორიცაა Booking.com და სხვა ტურისტულ კომპანიები.

Turistebi.com ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, კონფიდენციალურობის დაცვაა, ვინაიდან მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია ყოველთვის მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ვებსაიტის დაშიფრული ალგორითმი, რათა აღნიშნული პირობა გარანტირებული იყოს და მომხმარებელთა ნდობაც გაიზარდოს.

ვებგვერდი შექმნილია და მის მონიტორინგზე პასუხისმგებელია პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მომხმარებლის კომფორტსა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული.

ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს (www.turistebi.com) და დაგეგმეთ თქვენი დასვენება ჩვენთან. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი ისეთი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები