მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების მისაღებად მხოლოდ საკარანტინე სივრცეების გამოცდილება არ კმარა - ანდრეი ვლასოვი

5eb96347ac9b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.20 09:45
1938
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი ანდრეი ვლასოვი BM.GE-ისთან პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის გახსნის შემდეგ სასტუმროს ამუშავებას და უსაფრთხოების იმ წესებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ საკარანტინე სივრცეების სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული და უსაფრთხოების ზომების თვალსაზრისით გარკვეული გამოცდილებაც აქვს, ტურისტების მასპინძლობის შემთხვევაში, ეს ნორმები სრულიად სხვა მოთხოვნებზე უნდა იყოს დამყარებული, ვინაიდან საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეები ნომრებიდან არ გამოდიოდნენ, ტურისტებს კი, დასვენებისთვის ყველანაირი კომფორტი უნდა შეექმნათ.

„ჩვენ პანდემიის შემდგომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარკვეული ცოდნის ბაზა გვაქვს, რადგან მონაწილებას ვიღებდით სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად მოწყობის სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ ჩვეულებრივი სტუმრების მისაღებად განსხვავებული უსაფრთხოების ზომებია მისაღები, ვიდრე ეს იყოს საკარანტინე სივრცეებში. საკარანტინე სივრცეებში ადამიანები ნომრებიდან არ გამოდიოდნენ და მარტივად შეგვეძლო დაგვეცვა მათი უსაფრთხოება და უფრო კომფორტული იყო ჩვენთვის, მაგრამ ტურისტების მომსახურების დაწყებისას ბევრი დეტალი იქნება შესამუშავებელი და გასათვალისწინებელი, ეს არის ჰიგიენის ნორმები, უფრო ნაკლები ადამიანის მიღება ტერიტორიაზე, საკვების სხვანაირად დამზადება და მომსახურება და ა.შ. და თუ ნაკლები სტუმრის მიღებას შევძლებთ, საოპერაციო ხარჯი ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე - ჩვეულებრივ დროს", - ამბობს ანდრეი ვლასოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები