მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტმა უნდა დაინახოს, რომ აქ ადამიანები აიცრნენ“ - კამერონ მაკნეილი

607315c0dc270
თამთა ჯიჯავაძე
11.04.21 20:40
723
რა არის იმის რეცეპტი, რომ ეკონომიკა და ბიზნესი პანდემიის კრიზისიდან გამოვიდეს?- ამ შეკითხვას სასტუმრო „თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ თბილისის“ და „მოქსი თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა კამერონ მაკნეილმა გადაცემა The Checkpoints-ში უპასუხა. მისი თქმით, გამოსავალი არის ვაქცინაცია.

„მე ვაქცინაციის ადვოკატი ვარ. მე მესმის, რომ ადამიანებს ცალკეული ისტორიების გამო, ვაქცინაციის ეშინიათ, მაგრამ შევხედოთ მეცნიერულ მონაცემებს. ბევრი კორპორაცია ვაქცინაციის ადვოკატირებას ახორციელებს. ყველა ქვეყანა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეტაპზეა ამ კუთხით. ვიცით, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი და საქართველოში მცხოვრები ადამიანი აიცრება. მიზეზი შემდეგია: სტუმარმასპინძლობის სფერო საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მე აქ, თითქმის ოთხწლიანი ცხოვრების გამო, ცოტათი თავს ქართველადაც კი მივიჩნევ, ვინაიდან მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ტურიზმის სფეროში საკმაოდ წინ წავიდა და ადაპტირება განიცადა, ამიტომაც ახლა მარცხის ხილვა სირცხვილი იქნება“, - განაცხადა მაკნეილმა.

მისივე თქმით, ყველა ხედავს, რომ ამჟამად პოლიტიკური გამოწვევებია ქვეყანაში, თუმცა ის იმედოვნებს და დარწმუნებულია, რომ ეს მომავალში გადაილახება.

„თუმცა იმისათვის, რომ ტურისტი დავარწმუნოთ, რომ კვლავ დაბრუნდეს აქ, მათ უნდა დაინახონ, რომ ადამიანები აქ აიცრნენ. მათ შორის ე.წ. წინა ხაზზე მომუშავეები: აეროპორტის თანამშრომლები, ტაქსის მძღოლები, ავტობუსის მძღოლები, რესტორნის თანამშრომლები“, - აღნიშნა მაკნეილმა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბრენდს, Marriot International-ს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები