მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ სეზონზე კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ფრენა იქნება... ეს პიკია - დავითაშვილი

629f9ee2c92a9
ალა ისპირიანი
08.06.22 00:30
986
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურისტულ სეზონზე საქართველოში კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ფრენა განხორციელდება.

დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადები 50%-ით აღდგა.

„მოვიზიდეთ სხვადასხვა ავიაკომპანია და არსებული ტურისტული ბაზრების დანაკარგის მეტნაკლებად კომპენსირება მოვახერხეთ. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იქნება დამატებითი რეისები. ახლა აქტიურ ტურისტულ სეზონში შევდივართ და 2019 წელთან მიმართებაში 50%-ზე მეტით მოვახერხეთ ტურისტული ნაკადების აღდგენა. ეს თანხაში დაახლოებით 70%-ია. ეს ისაა, რასაც წლის დასაწყისში ვგეგმავდით.

საქართველოში ტურისტულ სეზონზე, სხვადასხვა მიმართულებით, კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი ფრენა იქნება. ეს არის პიკი, რადგან ადრე ამდენი [ფრენა] ჩვენ არ გვქონია. ვფიქრობთ, ამით დამატებით ტურისტული ნაკადების მოზიდვას მოვახერხებთ", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბევრი კომპანია თავიანთი სერვისების ან რეგიონული მომსახურების ოფისების ლოკაციას საქართველოში ახდენენ, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.

"საქართველოში ბევრი პროფესიონალი გადმოვიდა - ეს ძირითადად IT და სხვა იურიდიული მომსახურების კომპანიები არიან. ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა ინიციატივა, რომ ასეთ კომპანიებთან გვემუშავა. ჩვენ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სამუშაო ჯგუფი გვყავს, რომელიც კომპანიებთან მუშაობს, რომ სწორად დააკვალიანოს და საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კომფორტი გაუჩინოს. რამდენიმე ათასი ახალი პროფესიონალის შემოსვლით ჩვენ დამატებით ალტერნატიულ შემოსავალს მივიღებთ. ჩვენ ამით პოტენციურ სავარაუდო სავალუტო დანაკარგებს ვაკომპენსირებთ და მაღალ ეკონომიკურ ზრდას და კურსის სტაბილურობას ვინარჩუნებთ," - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები