მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლები ბიზნესს შეხვდნენ

60190ddf05f80
თელარა გელანტია
02.02.21 12:32
793
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს შეხვდნენ, რომელიც 27 ასოციაციას და პარტნიორ ორგანიზაციას და ჯამში, 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად, თუმცა რელიზში არაფერია ნათქვამი, რა პასუხი აქვს მთავრობას ინდუსტრიასთან, რომელიც რეგულაციების დაცვით, ზამთრის კურორტების და რესტორნების გახსნას ითხოვს.

გავრცელებული რელიზის თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.

”არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა დღეს განხილული, მათ შორის ტურიზმის საკანონმდებლო ბაზა, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების ნორმები და არსებული გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული აქტივობები განხორციელების გზები. ვფიქრობ სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება და კერძო სექტორის ჩართულობით ამ პროცესში კარგ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

"ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ალიანსის მხრიდან წარმოდგენილი იყო გეგმები, თუ რას აპირებენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლოდ. ჩვენ შევთანხმდით სამუშაო გეგმებზე და ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობას", - აცხადებს თავის მხრივ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები