სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა. ტურში 20-მდე შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულების ბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში გამოცდილმა შეფ-მზარეულები მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ და ადგილობრივ რეცეპტებს გაეცნენ, ხოლო შემდგომ კერძები სტუმრებთან წარსადგენად თავისი ხედვით გააფორმეს.
(NS)