მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრია აცრილი მოგზაურებისთვის PCR-ტესტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვს - BBC

61408df186593
თათია კაკიაშვილი
14.09.21 20:30
1044
ტურისტული ორგანიზაციები მოგზაურების უმეტესობისთვის სავალდებულო PCR ტესტირების გაუქმებას ითხოვენ. უფრო მეტიც - შესაძლოა, სულ მალე სრულად აცრილი ტურისტები, რომლებიც ინფიცირების დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან არიან, კოვიდტესტირებისგან გათავისუფლდნენ. ტურისტული ორგანიზაციების განცხადებით, პანდემიურ პერიოდში ეს გადაწყვეტილება ტურიზმის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ტურისტულ კომპანია “აბტაში” აცხადებენ, რომ სავალდებულო კოვიდტესტირების პოლიტიკამ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფერხა, უფრო მეტიც - 10-დან 7 ტურისტულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მათი ნაწილი იხურება. სწორედ ამიტომ, “აბტა” ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, სავალდებულო PCR-ტესტირება მხოლოდ “წითელ სიაში” შემავალი ქვეყნების ტურისტებს დაუწესდეს.

როგორც BBC წერს, PCR-ტესტირების ხარჯი მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს საზღვარგარეთ სამოგზაურო გეგმებს უცვლის. ამასთან, ასეთი ტესტების გაკეთება ხშირად მოგზაურებისთვის სამშობლოში დაბრუნების დროსაც სავალდებულოა. 

საგულისხმოა, რომ დიდ ბრიტანეთში ზრდასრული მოსახლეობის 80% COVID 19-ის წინააღმდეგ უკვე აცრილია. ეს მაჩვენებელი კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში დროა, სამოგზაურო პოლიტიკა გადაიხედოს. ამასთან, ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციაც დაწყებულია.

ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ 2021 წლის საზაფხულო ჯავშნები, 2019 წელთან შედარებით, 83%-ით იყო შემცირებული. ეს კი, ცხადია, სექტორისთვის უდიდესი ზარალია. მართალია, ტურისტული სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, თუმცა სექტორში დასაქმებულები სამომავლო შვებულებების პერიოდის გამო ნერვიულობენ. ინდუსტრია იმედგაცრუებულია იმით, რომ ვაქცინაციამ ტურიზმის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნებას ხელი ვერ შეუწყო, რისი მოლოდინიც ქვეყანაში არსებობდა - სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ “დამაბრკოლებელი წერტილი” სწორედ მოგზაურების სავალდებულო PCR-ტესტირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები