მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორს დღეს მთავრობასთან შუამავალი არ ჰყავს - კომპანია BTL

60195ff2bcf96
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 18:21
746
ტურისტული კომპანია BTL-ის დამფუძნებლის და დირექტორის მაია ბიბილაურის თქმით, დღეს ტურიზმი მთავრობასთან კომუნიკაციისას შუამდგომლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ მან ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრამდე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მაია ბიბილაური მთავრობასთან სექტორის კომუნიკაციას დაბალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ტურიზმი მრავალდარგოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ადგილი იყოს დაკავებული. ფაქტობრივად, ის დღეს უმართავია და არ გვყავს შუამავალი ჩვენსა და მთავრობას შორის.

შესაძლოა, შეხვედრები იყო მთავრობასთან, იდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ რომ შავაფასოთ, ეს 1-დან 10-მდე სისტემით, ალბათ 2 ქულას დავუწერდი. ამ შეხვედრებზე ტურისტული კომპანიების თემა საერთოდ არ განიხილება, რადგან ტურიზმი ძალიან შეკვეცილად ესმით. ტურიზმში ძალიან ბევრი სფერო და სეგმენტია. მე როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ ტურისტული კომპანიები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ - ვინახავთ თანამშრომლებს ჩვენი ხარჯით და არანაირი სხვა შეღავათი არ გვაქვს“, - აღნიშნა „ბითიელის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები