მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines 2023 წელს 88 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს

63ad3f9a0fbc7
მარიამ ვარადაშვილი
29.12.22 11:24
610
Turkish Airlines წელს 72 მლნ-ზე მეტ მგზავრა მოემსახურა, ხოლო 2023 წლისთვის 88 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა აჰმეთ ბოლატმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მომავალ წელს ავიაკომპანია 3.8 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ავიაპარკის გაზრდაზე დაიხარჯება. თურქეთის ეროვნული ავიახაზები გეგმავს 2023 წელს თვითმფრინავების რაოდეობა 427-მდე გაზარდოს, ამ ეტაპზე კომპანიას 400-მდე თვითმფრინავი ჰყავს.

Turkish Airlines წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი იყო გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, თუმცა წლევანდელი მონაცემებით უკვე Wizz air ლიდერობს.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერები Wizz air და Turkish Airlines არიან. 11 თვის მონაცემებით Turkish Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები