სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 226 719 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 226 000 გადაყვანილი მგზავრით.
რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Turkish Airlines – 13% (226 719 მგზავრი)
2. Wizz Air Hungary – 13% (226 000 მგზავრი)
3. Pegasus – 10% (164 293 მგზავრი)
4. Belavia – 6% (108 979 მგზავრი)
5. Fly Dubai – 5% (85 954 მგზავრი)
6. Israir – 5% (79 395 მგზავრი)
7. Azerbaijan Airlines – 4% (70 409 მგზავრი)
8. Fly Arystan – 3% (57 275 მგზავრი)
9. Georgian Airways – 3% (51 767 მგზავრი)
10. EL AL – 3% (51 288 მგზავრი)
პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 74 მიმართულებით ოპერირებს.