მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან იმპორტირებულ ავეჯზე მოთხოვნა შემცირდა - სავაჭრო ცენტრი "საბა"

61e6c0f5249d9
თათია კაკიაშვილი
23.01.22 18:30
3458
თურქეთიდან იმპორტირებულ ავეჯზე მოთხოვნა შემცირდა, შესაბამისად, რეალიზაციამაც იკლო. მიზეზი მეზობელ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციაა, რამაც საქართველოში იმპორტირებული ავეჯის გაძვირება გამოიწვია.

სავაჭრო ცენტრ „საბას“ გენერალური დირექტორის პაატა კაჭარავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთიდან ავეჯის ტრანსპორტირება მეტ ხარჯთან და დროსთანაა დაკავშირებული, თურქულ საქონელს, ფასნამატის გამო, კონკურენციის გაწევა უჭირს.

„ბოლო დროს თურქეთშიც 39%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, შესაბამისად, ეს მოქმედებს საქართველოში ავეჯის რეალიზაციაზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ბაზარი უფრო მეტად ორიენტირებული იყო ჩინეთიდან მოწოდებულ საქონელზე, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთიდან ტრანსპორტირება გაცილებით უფრო ძვირი და დროში გაწელილია, თუმცა თურქული საქონელი მაინც მეტი სიძვირით გამოირჩევა. შესაბამისად, მომხმარებელი არ არის ისეთი გადახდისუნარიანი, რა ფასებსაც თურქული ბაზარი სთავაზობს“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „საბაში“ იმპორტირებული ავეჯის ღირებულებამ წელს განსაკუთრებით იმატა. სავაჭრო ცენტრში მეიჯარეებს უცხოური პროდუქცია, ძირითადად, ჩამოაქვთ ჩინეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები